Tesen Group-ის შესახებ
კომპანია Tesen Group-ი 2008 წელს დაარსდა, განვითარების საწყის ეტაპზე კომპანიის საქმიანობას სამშენებლო ტექნიკის იჯარა წარმოადგენდა. მოგვიანებით კომპანიამ საქმიანობის სახე რამდენჯერმე შეიცვალა და საბოლოოდ სახელმწიფოს დაკვეთით საგზაო სარეაბილიტაციო და სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ საქმიანობაში 2013 წლიდან ჩაერთო.
დღესდღეობით კომპანიის პროფილს სამოქალაქო მშენებლობის მრავალი მიმართულება, კერძოდ კი ნაპირსამაგრი, საგზაო, გვირაბების, ხიდების მშენებლობა, საცხოვრებელი კორპუსების გამაგრება, და წყალსადენი თუ სანიაღვრე სისტემების მოწყობა წარმოადგენს.
სექტორში Tesen Group-ს იცნობენ, როგორც სტაბილურ და სანდო კომპანიას. მის მთავარ აქტივს პროფესიონალები, მათი საქმისადმი პასუხისმგებლობიანი მიდგომა და ხარისხზე ორიენტირებულობა გამოარჩევს.
კომპანიის ისტორია
ვაშენებთ თაობებისთვის
მისია
ძლიერ გუნდთან ერთად შევქმნათ ინფრასტრუქტურის მშენებლობის ხვალინდელი დღე, რომელიც აერთიანებს უსაფრთხოებას, ინოვაციებს და ქმნის საფუძველს გრძელვადიანი ზრდისა და განვითარებისთვის.
ხედვა
ვიყოთ ლიდერი მდგრადი და მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარებაში, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოების კეთილდღეობას და ეკონომიკის ზრდას რეგიონის ნებისმიერ წერტილში.
ჩვენი პროექტები
200-ზე მეტი წარმატებული პროექტით, Tesen Group-ი მაღალი რეპუტაციით სარგებლობს საქართველოში.
ეძებთ უმაღლესი სტანდარტების მქონე სამშენებლო ლაბორატორიას ან გაინტერესებთ სპეციალიზებული ტექნიკის გაქირავება და მასთან დაკავშირებული ლოგისტიკური მომსახურება? დაგვიკავშირდით.
We develop & create interior design.
Our Projects
With more than 200 successful projects, Tesen Group enjoys a high reputation in Georgia.