
სამშენებლო ტექნიკისა და აღჭურვილობის გაქირავების სერვისი
Tesen Rental გთავაზობთ სამშენებლო და სპეციალური ტექნიკის მომსახურების სრულ სპექტრს. ჩვენი ავტოპარკი მოიცავს ათეულობით სატვირთო ავტომობილსა და სხვადასხვა ტიპის სპეცტექნიკას, რომლებიც გადიან მუდმივ განახლებასა და ტექნიკურ ინსპექტირებას, რაც უზრუნველყოფს სამუშაო პროცესის საიმედოობასა და ეფექტიანობას. საქართველოს მასშტაბით არსებული ჩვენი განახლებული ბაზები საშუალებას გვაძლევს, შემოგთავაზოთ თქვენს საჭიროებებზე მორგებული სატრანსპორტო-ლოგისტიკური მომსახურება, იქნება ეს ერთჯერადი პროექტი თუ გრძელვადიანი იჯარა.


სერვისები:
- ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით;
- ასფალტ-ბეტონის დასატკეპნი სპეციალური დანადგარების გამოყენება;
- ასფალტ-ბეტონის ტრანსპორტირება და მიწოდება;
- სამშენებლო ინერტული მასალების ტრანსპორტირება
- მომსახურება ბეტონმზელი მანქანებით;
- მიწის მასების ამოღება სხვადასხვა ზომისა და სიმძლავრის ექსკავატორებით;
- სხვადასხვა ზომისა და წონის ტვირთების გადაზიდვა, მათ შორის არაგაბარიტული ტვირთების ტრანსპორტირება;
- მყარი ქანების დამუშავება ჰიდრავლიკური ჩაქუჩებითა და ამომტეხი მოწყობილობებით;
- მომსახურება ავტოამწეებით;
- მომსახურება ტელესკოპური და ჩანგლიანი დამტვირთველებით;
