
ასფალტისა და ბიტუმის ემულსიის წარმოება
Tesen Production-ი სპეციალიზებულია საგზაო მშენებლობისთვის აუცილებელი უმაღლესი ხარისხის მასალების – ასფალტბეტონის ნარევებისა და ბიტუმის ემულსიის წარმოებაზე.
ჩვენი საწარმოო სიმძლავრეები და თანამედროვე ტექნოლოგიური პროცესი საშუალებას გვაძლევს, პარტნიორებს მივაწოდოთ პროდუქცია, რომელიც სრულად შეესაბამება საერთაშორისო საგზაო სტანდარტებს.
ჩვენი ძირითადი პროდუქცია:
ასფალტბეტონის ნარევები: სხვადასხვა მარკისა და ტიპის ასფალტი, რომელიც გათვლილია როგორც მსუბუქი, ისე მაღალი ინტენსივობის საგზაო დატვირთვებისთვის;
ბიტუმის ემულსია: მაღალტექნოლოგიური შემკვრელი მასალები, რომლებიც აუცილებელია გზის საფარის ფენებს შორის მყარი კავშირისა და ჰიდროიზოლაციისთვის;
ინოვაციური დანამატები: წარმოებაში ვიყენებთ უახლეს მოდიფიკატორებს საგზაო საფარის თერმული და მექანიკური მდგრადობის გასაზრდელად;
ჩვენი პროდუქცია გადის ლაბორატორიულ კონტროლს წარმოების ყველა ეტაპზე. თანამედროვე საწარმოო ბაზა და კვალიფიციური გუნდი უზრუნველყოფს მასალების უწყვეტ მიწოდებას მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის;
ასფალტის ქარხანა
საქართველოში ყველაზე დიდი, საათში 320 ტონამდე წარმადობის მქონე თანამედროვე გერმანული ასფალტბეტონის შემრევი ქარხანა Benninghoven ECO 4000. ქარხანა განლაგებულია თბილისში. კომპანიას აქვს 55 ტონამდე ცხელი ნარევის შენახვის შესაძლებლობა, რაც ჩვენი კომპანიისა თუ ჩვენი პარტნიორებისთვის არაორდინალური სიტუაციების გასამკლავებლად მოსახერხებელი საშუალებაა.
ECO მოდული გარემოზე ზემოქმედებას მინიმუმამდე ამცირებს. ქარხანას გააჩნია ხმაურის დაბალი დონე, ხოლო მისი უსაფრთხოების სისტემები, გამორიცხავს ნავთობპროდუქტების დაღვრას და ნიადაგში მოხვედრას.


ბიტუმის ემულსიის წარმოება
ბიტუმის ემულსია ასფალტბეტონის დაგების სამუშაოების მნიშვნელოვანი კომპონენტია. მაქსიმალური ხარისხის მისაღებად Tesen Production-ი კომპანია MARINI-ს emulFALT 15 -ის ტიპის, ბიტუმის ემულსიის თანამედროვე საწარმოს იყენებს, რომლის წარმადობაც საკმაოდ მაღალი – 15 ტონა/საათია. საწარმოს ჯამში ერთიანად 25 ტონამდე ცხელი ემულსიის შერევა და შენახვა შეუძლია. მაღალი წარმადობა, ემულსიით სტაბილიზაციის პროექტებისთვის სწრაფი და მოქნილი საშუალებაა.


გაინტერესებთ ასფალტის წარმოება და მასთან დაკავშირებული სერვისები? დაგვიკავშირდით.