
ინოვაციური პროდუქტების ოფიციალური წარმომადგენელი
Tesen Trade ინფრასტრუქტურული და სამშენებლო სექტორისთვის უახლესი ტექნოლოგიების ოფიციალური იმპორტიორია საქართველოში. ჩვენი პორტფელი აერთიანებს მსოფლიო დონის მწარმოებლებს, რომლებიც დარგის სტანდარტებს აწესებენ:
KASI (ჩეხეთი) – ჭების თვითრეგულირებადი ინოვაციური სისტემები.
VELETON (უკრაინა) – პრემიუმ კლასის ასფალტის დანამატები მაღალი გამძლეობისთვის.
CIUR (ჩეხეთი) – მაღალტექნოლოგიური ცელულოზის ბოჭკოები ასფალტის ნარევებისთვის.
BETOSAN (ჩეხეთი) – სპეციალიზებული, სწრაფად შრობადი ცემენტის ხსნარები ბეტონის რეაბილიტაციისთვის.
BETONBLOCK (ნიდერლანდები) – ბეტონის „ლეგო“ ბლოკების ყალიბების წამყვანი მწარმოებელი.


Tesen Trade ხედვაა, ვიყოთ წამყვანი სავაჭრო პარტნიორი რეგიონში, რომელიც ინოვაციური მიდგომებითა და უმაღლესი ხარისხის მომსახურებით ქმნის ახალ სტანდარტებს სამშენებლო ინდუსტრიაში.
ჩვენი მიზანია შევქმნათ ღირებულება მომხმარებლებისთვის, მივაწოდოთ მათ მოქნილი და კონკურენტუნარიანი სავაჭრო გადაწყვეტილებები, რომლებიც აკმაყოფილებს თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებს. ჩვენ მუდმივად ვვითარდებით, რათა ვიყოთ ლიდერები.
გაინტერესებთ ასფალტის წარმოება და მასთან დაკავშირებული პროექტების შესრულება? გადახედეთ ტესენ ჯგუფის პორტფოლიოს.
